უკრაინის ომმა NATO-ს გადატვირთვის ღილაკს დააჭირა - ზელენსკი

კითხვას, უნდა გაზარდონ თუ არა NATO-ს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უკრაინის ომის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა, რომ რუსეთის შეჭრამ აიძულა მსოფლიო და NATO-ს ქვეყნები გადახედონ უსაფრთხოების სისტემას. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ (დაიწყო) თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს პარასკევს.

„უკრაინის ომმა NATO-ს გადატვირთვის ღილაკს დააჭირა“, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი.

ბევრი უახლესი ტექნოლოგიაა და ის არ არის უნივერსალურად ეფექტიანი. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება, გაზარდოს ხარჯები. მაგრამ მთლიანობაში, ეს ასევე არის უსაფრთხოების სისტემების რეფორმა. მე მჯერა, რომ ეს მართალია, რადგან ყველამ დაინახა, რას შეიძლება ელოდოთ რუსეთის ფედერაციისგან", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავს მიეძღვნა.