ბლინკენი გაეროში: ვერასოდეს დავუშვებთ, რომ დანაშაულები, რომელსაც რუსეთი სჩადის, ახალ ნორმად იქცეს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვან, რომ პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულები „ახალ ნორმად იქცეს“. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„მსოფლიოში ქვეყნები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, რადგან ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ თუ უკრაინას მივატოვებთ, ჩვენ უარს ვიტყვით თავად გაეროს წესდებაზე, პრინციპებსა და წესებზე, რომლებიც ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის“.

ბლინკენი ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის მტკიცებულებების შეგროვებისა და მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობას.

„ჩვენ ვერასოდეს დავუშვებთ, რომ დანაშაულები, რომელსაც რუსეთი სჩადის, ახალ ნორმად იქცეს“, - აღნიშნა ბლინკენმა.