ირანში ევროპიდან ჩასულ მგზავრებს , კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენასთან ერთად, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანში, კორონავირუსის ეროვნული დანიშნულების ჯგუფის წარმომადგენელმა ალირეზა რაისმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩასულმა მგზავრებმა, კორონავირუზე ტესტი ირანშიც უნდა გაიკეთონ. მათ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი გავლა მაშინაც მოუწევთ, თუ კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.
ცნობისთვის, ადრე ევროპიდან ირანში ჩასულ მგზავრებს მხოლოდ ვირუსის ნეგატიური ტესტის პასუხი მოეთხოვებოდათ.
ამავდროულად, ირანის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანში წარმოებული Barekat ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ.