გვატემალა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ძირითად ჯგუფს შეუერთდება

გვატემალის რესპუბლიკა იქნება ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ძირითად ჯგუფს შეუერთდება.

შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე გააკეთა.

კულება გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრ მარიო ადოლფო ბუკაროს ნიუ-იორკში შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 26 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ერთხმად მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა, რათა დაისაჯონ რუსეთის და ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ აგრესიის დანაშაულში მონაწილეობდნენ.