უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავს

26 თებერვალს უკრაინა აღნიშნავს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს.

რუსეთმა ყირიმი 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია, ჯარები გაგზავნა ნახევარკუნძულზე და ჩაატარა უკანონო რეფერენდუმი. იმავე წლის აპრილში რუსეთმა დაიწყო სეპარატისტთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში.

2014 წლის 27 თებერვალს დილის 05:00 საათზე რუსეთის რეგულარულმა ჯარებმა ყირიმში სამთავრობო შენობები დაიკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღედ 2020 წელს გამოაცხადა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დღემდე აგრძელებს ომს.