პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ მშვიდობა შეიძლება, აღდგეს ყირიმის დაბრუნებით, რადგან ეს უკრაინის მიწაა.
„ცხრა წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
როგორც ცნობილია, 26 თებერვალს უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავს.