ვენეცია კარნავალის საზეიმო გახსნისთვის ემზადება. სანიტარული შეზღუდვების გამო, კარნავალი ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციასდ Euronews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კარნავალის ნახვა ვიდეო გადაცემების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ამავე დროს, კარნავალში მონაწილეობის მსურველთათვის სპეციალური ვირტუალური ოთახები მოეწყობა.
ანალოგიური ბედი ეწია სხვა ევროპულ კარნავალებსაც - დიუსელდორფში გადაწყვიტეს ოფიციალური ღონისძიებით შემოიფარგლონ, ხოლო კიოლნში კარნავალი პავილიონებში გაიმართება და თოჯინები მიიღებენ მონაწილეობას.
.