ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალოვი თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა, როდესაც გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად გადაიყვანეს.

CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მოსკალოვის გათავისუფლება ბოლოდროინდელ კორუფციულ წმენდას.