ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში NATO-ს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია, თუმცა დამატებით დეტალებზე პისტორიუსმა არ ისაუბრა.
„უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება, ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის NATO-ს მოკავშირეებს, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, იცავენ თავდაცვით ვალდებულებებს“.