ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ უზთურქი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260 მიუხლის მე-6 პუნქტის დარღვევისთვის, რაც დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან გასაღებას გაულიხმობს.
ბიზნესმენს ფინანსურ დარვევებზეც აქვს ბარლი წაყენებული. ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით. ამ ბრალდებების განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო მიმდინარე წლის აპრილში გეგმავს.
ფინანსური დანაშაულისთვის გალიფ ოზთურქს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 4 სხვადასხვა მუხლით წარუდგინა ბრალი. რაც გულისხმობს ფულის გათეთრებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას.
დღევანდელ სასამართლო სხდომას ოზთურქი დისტანციურად ესწებოდა, მას საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯელი. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
საქართველოსა და თურქეთის მოქალაქის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ გამოძიება გასულ წელს დაიწყო. 2022 წლის 31 მაისს ის საკუთარ აპრტამენტში სპეცოპარეაცისას დააკავეს.