ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა.
ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.