უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ აშშ $10 მილიარდზე მეტ საბიუჯეტო მხარდაჭერას გამოყოფს - დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ წელს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, 38 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ აშშ იღებს ვალდებულებას სექტემბრისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს.

შმიგალმა ეს განცხადება კიევში აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან ჯანეტ იელენთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

„2022 წელს შეერთებული შტატები ლიდერი იყო ყველა პარტნიორ ქვეყანას შორის ფინანსური დახმარების კუთხით“, - განაცხადა შმიგალმა და აღნიშნა, რომ შტატებმა კიევს 13 მილიარდი დოლარის საგრანტო მხარდაჭერა გამოუყო.

მისი თქმით, წელს „აშშ-მა აიღო ვალდებულება სექტემბრისთვის უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტი მიაწოდოს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას მის სწრაფ აღდგენაში. კერძოდ, ამ მიზნით მან გამოყო 1,5 მილიარდი დოლარი და კიდევ 1,1 დოლარი მილიარდი უკრაინისა და მოლდოვის ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის მხარდასაჭერად.

შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ დაინერგა ახალი პლატფორმა, რომელიც უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, G7 ქვეყნებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კოორდინაციას შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, შეხვდრისას ასევე განიხილეს ფინანსური სანქციების გავლენა რუსეთის ბიუჯეტზე.