პალესტინის ქალაქ იერიქონში ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, პალესტინელებმა ებრაულ დასახლებებში ორი პირი მოკლეს, რის შემდეგაც ისრაელის მოქალაქეები თავს დაესხნენ პალესტინურ სოფლებს და ათობით ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა საავტომობილო გზაზე მოხდა, რა დროსაც აშშ-ის მოქალაქის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
აშშ-ის მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები უცნობია.