სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 467 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 113 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 7,7 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 439 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ შემთხვევა – სამცხე-ჯავახეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში.
2023 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ქურდობა – 262 შემთხვევა;
მუქარა – 231 შემთხვევა;
ოჯახური ძალადობა – 224 შემთხვევა;
ძალადობა – 102 შემთხვევა;
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 167 შემთხვევა;
ყალბი დოკუმენტების დამზადება – 77;
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით – 6-6 შემთხვევა გამოვლინდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ორ შემთხვევაზე დაიწყო.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 381 პირი შეადგინა.
ქვეყნის მასშტაბით 1 467 პირიდან, რომელზეც დევნა დაიწყო, 22 არასრულწლოვანია.
საქართველოს მასშტაბით, სისხლისსამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ შეწყდა.