გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
როგორც ცნობილია, მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.