მოსკოვის ოლქში, სოფელ გუბასტოვოს მახლობლად თვითმფრინავი ჩამოვარდა, ამის შესახებ გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა 28 თებერვალს განაცხადა.
თვითმფრინავი, სავარაუდოდ, იპოვეს ვოსკრესენსკის გაზის კომპრესორულ სადგურთან, რომელიც რუსული ენერგეტიკული გიგანტის გაზპრომის საკუთრებაშია, განუცხადა სადგურის სპიკერმა რუსულ მედიასაშუალება RBC-ს.
სოფელი გუბასტოვო მოსკოვის სამხრეთით, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 600 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთის ბელგოროდისა და ბრაიანსკის ოლქების ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა 27-28 თებერვალს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმები კრასნოდარის რეგიონსა და ადიღეს რესპუბლიკაზე ღამით მოხდა“.
უკრაინას ჯერჯერობით არცერთ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. იმავე დღეს სანქტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე დაიხურა „ამოუცნობი ობიექტის" გამოჩენის გამო, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია გამოცემა Meduza.
28 თებერვალს ასეევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კრასნოდარის ოლქში ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა. კერძოდ, ანექსირებულ ყირიმთან მოსაზღვრე კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ხანძარი ნავთობის და გაზის კომპანია „როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემები წერდნენ, რომ ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა.