აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა 4000-ზე მეტი წევრი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს. ამის შესახებ გენერალმა დუგლას სიმსმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კოლექტიური წვრთნები მთელ ევროპაში გრძელდება. იანვრიდან აშშ-ის არმიამ 1000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნა, რითაც შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა.
ამერიკელი სამხედროები ასევე წვრთნიან უკრაინელებს პატრიოტის სარაკეტო სისტემაზე და სწავლება მალე დასრულდება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონმა დააკონკრეტა, როდის შეიძლება, დასრულდეს ეს სწავლება.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელები გამოიყენებენ Patriot-ის სისტემებს იმავე გამოცდილებით, რასაც ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი შესაძლებლობებით“, - განაცხადა გენერალმა.