ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს.
„ცივი ომის დასასრულს, ამ ოთახში ბევრ ჩვენგანს სჯეროდა, რომ შეგვეძლო უკეთესი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან. მათ შორის მეც. და მე მაინც მჯერა, რომ ეს სწორი იყო.
რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე ჰელსინკიში.
რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე ჰელსინკიში.
მანვე აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია, დაშორებოდა თანამშრომლობას, დიალოგს და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმით გლობალური უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპები დაარღვია.
„ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომის დასრულებით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნება არ იქნება. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.