იტალიის უმეტეს რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება, ინფორმაციას სააგენტო Wanted In Rome-ი ავრცელებს.
იტალიის ყველა რეგიონი, ხუთის გარდა, „ყვითელ“ ზონად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.
აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანო "ნარინჯისფერი ზონაშია", მათ ახალი შემსუბუქებული ზომები არ ეხებათ.
ამ ეტაპზე ქვეყანას არც ერთი "წითელი ზონა" (მაღალი რისკი) არ აქვს.