ლოს-ანჯელესში ულტრამემარჯვენე ჯგუფის პროტესტის გამო, ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დროებით შეფერხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის 50-მდე წევრმა ლოს-ანჯელესში, ბეისბოლის სტადიონზე დემონსტრაცია გამართეს. ჯგუფი მოუწოდებდა რიგში საათობით მდგომ მოსახლეობას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაეკეთებინათ.
ლოს-ანჯელესის სამაშველო ჯგუფმა სტადიონი, სადაც იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, დროებით ჩაკეტა. მათ მალევე გააკეთეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი კვლავ განახლდება.
აშშ პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნაა, ქვეყანა ამ ეტაპზე ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებლებს ებრძვის.