შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3%-ზე მეტით, ხოლო გახსნის მაჩვენებელი არის უპრეცედენტო - 60%-ზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოდ ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს - დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია არა ერთი „კანონიერი ქურდი“ და „ქურდული სამყაროს“ წევრი.
როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხშირად გარკვეული დანაშაულების ირგვლივ სპეკულირება ხდება.
„არ არსებობს ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება, მაგრამ პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოტივირებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ დანაშაულზე სწრაფი რეაგირება, ეფექტური გამოძიება მოხდეს და პირები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცეს. 2006 წლის შემდეგ გვაქვს დანაშაულის გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასულ წლებთან შედარებით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.