The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო. დისკუსიის მონაწილემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეწუხებულია.
„ჩვენ დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე. თუ ისევ მივაპყრობთ საქართველოს ყურადღებას, ვფიქრობ, ვნახავთ ბევრ ახალგაზრდას, რომელთაც იმისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ, რაც დღეს არის საქართველოში. ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პრესის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით.
მინდა, საქართველო დაბრუნდეს შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ 2008-2010 წლებში საქართველოში, თუმცა ეს მიღწევები შემობრუნდა და ამაზე უნდა ვიღელვოთ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.