უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის ოლქში რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, დრონის ტიპი ჯერ დადგენილი არ არის.
მანამდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რეგიონის საჰაერო სივრცეში მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს.
საჰაერო თავდასხმის მომასწავებელი გაფრთხილება დედაქალაქსა და კიევის ოლქში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ისმოდა. ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ პოლტავის ოლქის თავზე ხუთი რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.