პირველ მარტს New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ვულედარში სამკვირიანი ბრძოლის დროს გაანადგურეს სულ მცირე 130 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი.
„უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს იყო დღემდე „ომის ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა და რუსებისთვის მტკივნეული უკუსვლა ", - ნათქვამია სტატიაში.
ამავე სტატიის თანახმად, პროფესიონალი რუსი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა ადრე განადგურდა, რამაც სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ასეთ მასშტაბურ დანაკარგს.
ვულედარი აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნედ რჩება. მანამდე, 13 თებერვალს, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შესაძლოა, 5000 ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტარული ბრიგადა ვულედართან მთლიანად დაკარგა.