აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ეროვნული საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო 2014 წლის 6 მარტს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებულებით გამოცხადდა. მას შემდეგ ის რამდენჯერმე გაგრძელდა, მათ შორის 2022 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ რაც რუსეთმაL/DPR [თვითგამოცხადებული ლუგანსკის/დონეცკის სახალხო რესპუბლიკების] „აღიარა“.
გარდა ამისა, 2014 წლის დეკემბერში და 2018 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტებმა დამატებითი სანქციები შემოიღეს.
„„ამ აღმასრულებელ ბრძანებებში გათვალისწინებული ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამიოაცხადა.
სანქციები დაწესებულია 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ერთეულის მიმართ, მათ შორის, როგორც რუსეთის, ისე ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევას.
გარდა ამისა, 3 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 200%-იან გადასახადს აწესებს ალუმინის იმპორტზე რუსეთიდან, რომელიც ლითონის სიდიდით მეორე მწარმოებელია მსოფლიოში.