სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გადასცა New START-დან, ბირთვული იარაღის შემცირების ძირითადი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
სპიკერ ნედ პრაისის თქმით, ამ დიპლომატიურმა ნოტამ არაფერს შეიცავს ისეთს, რაც ვაშინგტონისთვის აქამდე არ ყოფილა ცნობილი.
პრაისმა რუსეთის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეჩერების შესახებ „სამწუხარო“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
პრაისმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ იცავს ხელშეკრულებას.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მოითხოვს რაიმე სახის ცვლილებას ჩვენს პოზიციაში ან მიდგომაში, ჩვენ შევიტანთ შესაბამის კორექტივებს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ბირთვული იარაღის კონტროლის ძირითადი ხელშეკრულების თანახმად, როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე რუსეთს უფლება აქვთ, განახორციელონ ინსპექტირება, თუმცა ეს პროცესი შეჩერებული იყო 2020 წლიდან, Covid-19 პანდემიის გამო.