გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.