რუსეთში, ულიანოვსკში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76МД-ს გამოცდისას ჩამოვარდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარებას უტარებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ფიუზელაჟის ჰერმეტულობის შემოწმებისას „ტრაგიკული ინციდენტო მოხდა“.
IL-76 იწარმოება 1975 წლიდან და მთავარი მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავია რუსეთში.