რუსი მილიარდელის თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სასახლე მისია და არა პუტინის, როგორც ამას ნავალნი ამტკიცებს

რუსი მილიარდელის, არკადი როტენბერგის თქმით, პუტინის შავი ზღვის სასახლე, რომელზეც ალექსეი ნავალნი საუბრობდა, სინამდვილეში მისია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არკადი როტენბერგი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია. „კრედიტორებთან შეთანხმებას მივაღწიე, რის შემდეგაც რამდენიმე წლის წინ ეს სასახლე მივიღე“, - აცხადებს ოლიგარქის პრესსამსახური.

ვიდეო ალექსეი ნავალნიმ რამდენიმე დღის წინ საკუთარ YouTube არხზე გაავრცელა. ოპოზიციონერის მიერ გავრცელებულ ვიდეოს 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ნავალნი პუტინის სასახლესა და „ყველაზე დიდი თაღლითური ისტორიის“ შესახებ საუბრობს.

ნავალნის ვიდეოს მიხედვით, პუტინის სასახლეში კაზინო, საციგურაო და ჰოკეის მოედნებია.