აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ აცხადებს

შეერთებულმა შტატებმა დააანონსა, რომ პარასკევს გამოაცხადებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგ რაუნდს, იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

„ეს მოიცავს ძირითადად საბრძოლო მასალას, რომელიც უკრაინელებს დასჭირდებათ იმ სისტემებისთვის, რაც მათ უკვე აქვთ, როგორიცაა HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ბაიდენი და შოლცი უკრაინისთვის დამატებით მხარდაჭერას განიხილავენ.

„ცხადია, ისინი აპირებენ, ისაუბრონ უკრაინაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლი,ა ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა დავეხმაროთ მათ რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა კირბიმ.