აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
კერძოდ, იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი ბიზნესის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ სანქციების დარღვევას, შესაძლოა, სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომები მოჰყვეს.
განცხადების ავტორები კერძო კომპანიებს შეახსენებენ, რომ მათ უნდა იცოდნენ იმ ტაქტიკების შესახებ, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.
შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა უამრავი სანქცია დააწესეს მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში. სანქციების მიზანი მოსკოვისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენებაა.