უკრაინაში რუსეთის შეჭრა გზავნილია ყველა აგრესორისთვის მთელ მსოფლიოში - ენტონი ბლინკენი

მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, აგზავნის მძლავრ გზავნილს, რომ „ყველგან იქნებიან აგრესორები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარასკევს, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ევროპის მიღმა ქვეყნები ასევე ასე არიან ორიენტირებულნი ამაზე და მუშაობენ უკრაინის მხარდასაჭერად და გამოწვევის დასაძლევად - მათ იციან, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, ჰქონდეს გავლენა“, - განაცხადა ბლინკენმა ნიუ დელიში.

„თუ რუსეთს დაუსჯელად მივცემთ უფლებას, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს უკრაინაში, მაშინ ეს არის გზავნილი შესაძლო აგრესორებისთვის ყველგან, რომ მათაც შეუძლიათ, იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.