რუსული მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების გამო რუსულმა ბანკმა „Тинькофф“-მა საქართველოში სავალუტო გადარიცხვები შეაჩერა.
ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოლარის ვალუტაში ტრანსფერები შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკში. ევროს გადარიცხვა კი, ჩინეთისა და უზბეკეთის ბანკებში.
ევროკავშირმა ხსენებული ბანკი სანქციების მეათე პაკეტში 25 თებერვალს შეიყვანა.