2 მარტის აქციაზე დაკავებული 7 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დემონსტრაციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.
აქციის ექვსი მონაწილის პროცესი გადაიდო და 22 მარტს დაინიშნა.
მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებების მოძიება მოითხოვა.
აქციის ყველა მონაწილე ამ დროისთვის თავისუფალია.
აქციაზე პოლიციამ სულ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.
მედიის წარმომადგენლები და რამდენიმე სხვა მოქალაქე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.