რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ახალი $400 მილიონიანი დახმარება

შეერთებულმა შტატებმა 3 მარტს გამოაცხადა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი დახმარების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საბრძოლო მასალას აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული HIMARS-ისთვის და „ჰაუბიცებისთვის„, „რომლებსაც უკრაინა ასე ეფექტიანად იყენებს თავის დასაცავად“, ასევე, საბრძოლო მასალას „ბრედლის“ ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის.

უფრო კონკრეტულად, ახალ პაკეტში შედის: 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები; 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები; 25-მილიმეტრიანი ამუნიცია; დიაგნოსტიკური აღჭურვილობა ავტოტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისთვის; სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.

უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების მოცულობა საერთო ჯამში 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში და რომ აშშ მიესალმება „50-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც გაერთიანდნენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

„ჩვენ ვიდგებით უკრაინასთან ერთად და გავაძლიერებთ მის არმიას ბრძოლის ველზე, რათა უკრაინა იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაში მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.