იტალიაში დააკავეს 38 წლის ქართველი ძებნილი, რომელიც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა - მედია

ნეაპოლში კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი, რომელიც იტალიაში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას "კვარას" საგულშემატკივროდ ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

ამასთან, საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა, რომელიც მიზნად არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.