დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.