მარსელში გულშემატკივრებმა საფეხბურთო კლუბის ბაზა დაარბიეს. ინფორმაციას სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.
საფეხბურთო კლუბ Marseille-ის საშინაო მატჩი ფანების აგრესიის გამო ჩაიშალა. გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით გაღიზიანებული ორასამდე ფანი „მარსელის“ ბაზაზე შეიჭრა.
გამოცემების ინფორმაციით, ინციდენტისას დაიჭრა სამი პოლიციელი და დაზიანდა სპეცტექნიკა. დაკავებულია 25 გულშემატკივარი.