ჩეხეთის ახალ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა აპრილში სურს

ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი პირველი ასი დღის განმავლობაში აპირებს, ყველა მეზობელ ქვეყანას ეწვიოს და ასევე გაემგზავროს ბრიუსელში. პაველმა განაცხადა, რომ სურს, აპრილში გამგზავრება უკრაინაში, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას. ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას 9 მარტს გაიმართება. 

ვფიქრობ, ამ პერიოდში სხვაგან წასვლა არ დამჭირდება, რადგან პრიორიტეტულად ნამდვილად მიმაჩნია ჩვენი სამეზობლო“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

პაველის პირველი მოგზაურობა ინაუგურაციის შემდეგ სლოვაკეთში შედგება. შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება, 21-22 მარტს კი - გერმანიაში. აპრილში პაველი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინას ეწვევა. იმავე თვეში კი, უკრაინაში წასვლა სურს.

მანამდე მედია წერდა, რომ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა.

ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი იანვარში აირჩიეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრ პაველთან სატელეფონო საუბარი 29 იანვარს გამართა. ზელენსკიმ პაველს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხი კოლეგა ვიზიტით მიიწვია.