ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს, იტყობინება ჩეხური ტელეარხი CT24.
28 იანვარს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გადამდგარ გენერალ პეტრ პაველს ჩეხეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პაველმა მილიარდერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა, რომელიც რუსეთისკენ მიდრეკილ კანდიდატად ითვლებოდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა ხმების 58,32% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ჩეხმა მილიარდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ANO-ს ლიდერმა - 41,67%.