ნაღმების მასშტაბის გათვალისწინებით, განაღმვის სამუშაო შესაძლოა, 70 წლამდე გაგრძელდეს. ამიტომ, ამ პრობლემის რაც შეიძლება მალე გადაჭრისთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, განაღმვითი სამუშაო 70 წელი გაგრძელდება უკრაინის რესურსებით. ამიტომ, ამ პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრისთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა - ფინანსური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს თქმით, აუცილებელია რამშტეინის ფორმატის ანალოგის შექმნა, რათა სინქრონიზაცია და კოორდინაცია მოხდეს ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან გაწმენდის მიზნით. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა კანადის პარლამენტის წევრ, ჰეზერ მაკფერსონთან შეხვედრისას აღნიშნა.
როგორც ცნობილია, მთავრობამ ჰუმანიტარული განაღმვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ჰუმანიტარული ნაღმების უმოკლეს ვადებში გაწმენდის ორგანიზების მიზნით მუშაობს.