აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რეგიონული ტურნეს ფარგლებში კვირას იორდანიაში ჩავიდა. ოსტინი ასევე ეწვევა ისრაელსა და ეგვიპტეს.
„გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და იორდანიას შორის ძლიერია“, - დაწერა ოსტინმა Twitter-ზე.
„მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესებზე, რაც ორივე ერისთვის დადებით შედეგებს მოიტანს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტური მიზნად ისახავს, აჩვენოს აშშ-ის მხარდაჭერა და ერთგულება მისი რეგიონული მოკავშირეების მიმართ, ირანის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ.