ირანის 30-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები სავარაუდო მასობრივი მოწამვლის შემთხვევებზე საუბრობენ.
როგორც „სიენენი“ იუწყება, ბოლო თვეების განმავლობაში ასეულობით მოსწავლეს შფოთვისა და დაბუჟების შეგრძნება აქვს.
დასავლური მედია წერს, რომ ირანის ოფიციალური პირები გოგონების შესაძლო მოწამვლაში თეირანის მტრებს ადანაშაულებენ.
დასავლური მედია წერს, რომ სავარაუდო მოწამვლის შემთხვევები ხდება ირანისთვის განსაკუთრებულ დროს, როდესაც სექტემბერში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რამდენიმე თვეა, საპროტესტო გამოსვლებია.