სომალის სასტუმროში თავდასხმისას 9 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუს სასტუმროში შეიარაღებულ თავდასხმის დროს 9 ადამიანის დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დაღუპულებს შორის ოთხი თავდამსხმელია. დაშავებულია 10 სამოქალაქო პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს სასტუმროში ავტომობილით შეჭრილმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული „ალ-შაბააბის“ მებრძოლებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შორის სროლა მოჰყვა, რომელიც დღეს დილამდე გაგრძელდა.