პუტინს სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით და ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიაში ვიზიტისას გააკეთა.
„ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო იმ ფუნდამენტური მიზნების შესრულება, რაც ჰქონდა ამ ომის დასაწყისში. მას სურდა უკრაინის მთავრობის შეცვლა პრორუსული მთავრობით. მან ეს ვერ შეძლო უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. მას სურდა, გაეტეხა უკრაინის პროევროპული დამოკიდებულება“.
„სინამდვილეში მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. და, როგორც უკვე ითქვა, პრეზიდენტი პუტინი ელოდა, რომ მას შეეძლო ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა რუსეთის წიაღისეულ საწვავზე მისი იმდროინდელი დამოკიდებულების გამოყენებით. პირიქით იყო საქმე. ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე უკვე ისტორიაა. რვა თვის განმავლობაში რუსეთმა ევროპაში გაზის ექსპორტი 80%-ით შეამცირა. და ჩვენ ვიპოვეთ გზები, რომ ავანაზღაუროთ ეს ერთად შრომით.
რა თქმა უნდა, დაგვეხმარნენ კარგი მეგობრები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ნორვეგია, დაგვეხმარნენ (LNG) თხევადი და მილსადენის გაზით. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა ასევე თავისი როლი შეასრულეს გასულ წელს ენერგიის მოხმარების 20%-ით შემცირებით. და ჩვენ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებად ენერგიებში.
2022 წელს, პირველად, ევროპამ უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა ქარის ელექტროსადგურებიდან და მზის პანელებიდან, ვიდრე გაზიდან. ამ პროცესში ჩვენ მივაღწიეთ არამხოლოდ CO2-ის ემისიების გაზრდას და სტაგნაციის თავიდან აცილებას, არამედ, რეალურად შევამცირეთ CO2-ის ემისია 2,5%-ით. მიუხედავად ამისა, ბიზნესისთვის ენერგიის ხარჯები შედარებით მაღალია მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით. ჩვენ ერთად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა უსრულა ფონ დერ ლაიენმა.