რომის პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა დააწესოს ბებია-ბაბუებისა და მოხუცთა მსოფლიო დღე. ამის შესახებ ინფორმაციას Vaticannews-ი ავრცელებს.
ბებია-ბაბუებისა და მოხუცთა მსოფლიო დღე ივლისის მეოთხე კვირა დღეს გაიმართება. სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება მაცხოვრის ბებიისა და ბაბუის, ანასა და იოაკიმის ხსენების დღე.
„ბებიები და ბაბუები ხშირად დავიწყებულნი არიან. მოდით, ნუ დავივიწყებთ ამ სიმდიდრეს, გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მას,“- განაცხადა რომის პაპმა.