USAID ამაყობს, რომ დღემდე 100-ზე მეტ მეწარმე ქალს დაუჭირა მხარი დაფინანსების მოპოვებაში. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
„USAID ამაყობს, რომ მხარს უჭერს ახალგაზრდა ქალ მეწარმეებს, დააფუძნონ და წარმატებით მართონ საკუთარი ბიზნესები. მათი პროდუქტების ნახვა შესაძლებელია, როგორც მეწარმეთა ბაზრობებზე და სავაჭრო ცენტრებში, ასევე ონლაინ მაღაზიებში და საზღვარგარეთაც კი.
გასულ კვირას, USAID-მა ახალგაზრდა მეწარმეების ტრენინგის დასკვნითი რაუნდი ჩაატარა. ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერების და ბიზნეს გეგმის შემუშავების შესახებ. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით მონაწილეთა ბიზნეს იდეებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ წარმატებული მეწარმეობისკენ მიმავალ გზაზე.
USAID ამაყობს, რომ დღემდე 100-ზე მეტ მეწარმე ქალს დაუჭირა მხარი დაფინანსების მოპოვებაში და თავიანთი ბიზნეს იდეის განხორციელებაში. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს მეწარმეების გასაძლიერებლად, რათა ახალგაზრდა ქალებმა მიაღწიონ ფინანსურ კეთილდღეობას და შეძლონ თავიანთი ოცნებების ახდენა“, - აცხადებს USAID-ი.