COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 240 ადამიანს დაუდასტურდა, 681 კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 კოვიდინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 056 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 490 ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258 351-ს, გამოჯანმრთელებულთა 249 709-ს და გარდაიცვალთა 3 194-ს შეადგენს.

240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო - ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.

აქტიური შემთხვევა: 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 321, აჭარაში-186, იმერეთში-499.

მძიმე პაციენტები: 569, მათ შორის, თბილისში-252, აჭარაში-46, იმერეთში-147.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 162, მათგან თბილისში-121, აჭარაში-4, იმერეთში-16.

268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში, 81-აჭარაში, 11-იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-22 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში-9 715 პირი, აჭარაში-775, იმერეთში-1 538