დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.
რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ამ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალებებს უკვე ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელები. სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.
ამავდროულად მუნიციპალურ ავტობუსებში განთავსებულია დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.
აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა.
ცნობილია, რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან