სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი გამოიყენა და ამ ფორმით ცდილობს პროტესტის დაშლას.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
მანამდე იყო მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელთან ცდილობდნენ მობილიზებას, დაშლილიყვნენ.